ზუგდიდში ბიზნესმენი საკუთარი სახლის ეზოში დაჭრეს

ზუგდიდში ბიზნესმენი საკუთარი სახლის ეზოში დაჭრეს

ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე ბიზნესმენი ლევან ქუჩულორია დაჭრეს. ინციდენტი დღეს საღამოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის საკუთარი სახლის ეზოში დაჭრეს. ქუჩულორია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაყვანა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერმა ნიკა ჭეჟიამ განუცხადა, ქუჩულორიას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. იგი მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობით შეიყვანეს.

შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 19-108-ე მუხლით (მკვლელობის მცდელობა) არის აღძრული და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია