აფეთქება თბილისში გაზგასამართ სადგურზე: დაშავებულია 3 ადამიანი

აფეთქება თბილისში გაზგასამართ სადგურზე: დაშავებულია 3 ადამიანი

თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, გაზგასამართ სადგურზე აფეთქდა ხელსაწყო, რომელშიც წნევა გროვდება. მათი ინფორმაციით, ადგილზე ხუთი სახანძრო-სამშველო ჯგუფი მუშაობდა და ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსი აცხადებენ, სამი დაშავებულიდან ერთმა საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა. ორი მათგანი კი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია