ბათუმში ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე ღამის კლუბ "boom boom beach" -ში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხუთი ჯგუფი იყო მობილიზებული. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

თვითმხილველების ინფორმაციით, ღამის კლუბში ხანძარი მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფებმა შენიშნეს. კლუბი მხოლოდ ზაფხულის სეზონზე ფუნქციონირებს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ინტერპრესნიუსი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია