მარნეულში "ქართული ოცნების" ოფისი დაცხრილეს - დაჭრილია 3 ადამიანი

მარნეულში "ქართული ოცნების" ოფისი დაცხრილეს - დაჭრილია 3 ადამიანი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" შტაბთან თავდასხმა მოხდა. პირველადი ინფორმაციით, დაჭრილია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მისი ოჯახის წევრი.

როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, ადგილზე სიტუაციის გასაცნობად გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. ადგილზე იმყოფება ქვემო ქართლის გუბერნატორიც. შესაბამისი სამსახურები უკვე აწარმოებენ მოკვლევას.

დაჭრილი პირები გადაყვანილები არიან საავადმყოფოში და უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია