"დაგალეწავ თავზე"- "ლიბერალის" რედაქტორს საარჩევნო უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

"დაგალეწავ თავზე"- "ლიბერალის" რედაქტორს საარჩევნო უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

"ლიბერალის" ახალი ამბების რედაქტორს, დათო გამისონიას, ვაკის მე-12 საარჩევნო უბანზე შეკრებილმა პირებმა, რომლებიც უბნის ტერიტორიას არ ტოვებდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის იყო ყოფილი დეპუტატი "საქართველოს მოქალაქეთა კავშირიდან" თამაზ გიორგაძე. "ლიბერალის" ინფორმაციით, ჟურნალისტს საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

აღნიშნული პირების გაღიზიანება ჟურნალისტის შეკითხვამ გამოიწვია, თუ რატომ არ ტოვებდნენ საარცევნო უბნის ტერიტორიას

შსს-სთვის მიმართვის შემდეგ, სამართალდამცავებმა ინციდენტში მონაწილე ორი პირის იდენტიფიცირება მოახდინეს. გამოკითხულია ჟურნალისტიც.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია