აფხაზეთში, სავარაუდოდ, რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს - "ჩემს შვილს სხვანაირი ფეხსაცმელი ეცვა, ცხედარს სხვა აცვია"

აფხაზეთში, სავარაუდოდ, რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს - "ჩემს შვილს სხვანაირი ფეხსაცმელი ეცვა, ცხედარს სხვა აცვია"

აფხაზური მედიის თქმით, მაისში დაკარგული რუსი ტურისტი მდინარე კელასურის ზედა ნაწილთან იპოვეს.

თუმცა, აფხაზეთის მთებში დაკარგული ტურისტის, ანდრეი ლიხაჩევის დედის, მარგარიტა ლიხაჩევას თქმით, კელასურთან ნაპოვნი ცხედარი მისი შვილი არ არის. მისი თქმით, "აფხაზეთის ხელისუფლება ცდილობს, იოლად გამოძვრეს... ჩემს შვილს, სხვანაირი ფეხსაცმელი ეცვა. ცხედარს კი, სხვანაირი ტანისამოსი აცვია. მე ვიცი, ჩემი შვილის პირადი ნივთები, - რასაც მეუბნებიან, არც ერთი მათგანი არ ემთხვევა... მეუბნებიან, რომ ის ფეხსაცმელი მან იქაურ მაღაზიაში შეიძინა და ამიტომაც მეუცხოვა გადავწყვიტე, იმ მაღაზიაში უნდა ივიდე და ჩეკი შევამოწმო, - ნამდვილად შეიძინა თუ არა" - ამბობს მარგარიტა ლიხაჩევა...

დაკარგული რუსი ტურისტის დედა აღნიშნავს, რომ მას აფხაზი გამომძიებლები დაუკავშირდნენ და შეპირდნენ, რომ მთებში ნაპოვნ ცხედარს, ანატომიური ექსპერტიზა ჩაუტარდება.

"კვირის ბოლომდე უნდა გაირკვეს დეტალები. შემდეგ კი მოსკოვში გავფრინდებით, სადაც დნმ-ის ანალიზს გავაკეთებთ... აფხაზურმა მხარემ, ცხედრის მოსკოვში გადასვენება უნდა უზრუნველყოს, მესმის, რომ ეს რთულია, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია" - აცხადებს ის.

უცნობი მამაკაცის გვამი, მდინარე კელასურის ზედა ნაწილთან, ტყეში, სოხუმის ე.წ. სამართალდამცველებმა იპოვეს... რაც შეეხება, ლიხაჩევს, ის აფხაზეთში, 9 ივლისში მოსკოვიდან ჩამოვიდა და ის მთიანი აფხაზეთიდან, კონკრეტულად, ფცხუდან წებელდის მიმართულებით გრძელ მარშრუტს, მთლიანობაში, 150 კილომეტრის ფეხით გავლას გეგმავდა. ბოლო ინფორმაციით, ის გაგრიდან გასვლის შემდეგ დაიკარგა...

აფხაზი ე.წ. სამართალდამცველების თქმით, ცხედარი, მდინარეში, პატარა კუნძულზე იპოვეს, სადაც ის, სავარაუდოდ, წყლის დონის დაწევის შემდეგ, დინებამ გამორიყა... მისი დაღუპვის მიზეზებზე საუბარი, ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა, ადგილობრივი უწყებები, ტურისტის დაკარგვას უბედურ შემთხვევას უკავშირებენ. ამ ვერსიას არ ენდობა რუსული მხარე, რადგან მათივე თქმით, აფხაზეთში არსებული მძიმე კრიმინალური ფონი არაერთხდელ იწვნიეს საკუთარ მხრებზე...

ცნობისთვის, ეს ერთადერთი ტურისტი არ არის, ვინც აფხაზეთში დაიკარგა, - ბოლო წლებში, აფხაზეთის ზღვისპირა ქალაქებიდან რამდენიმე გოგონა დაიკარგა, რომელთა მშობლები მათი გზა-კვალის მიგნებას დღემდე ცდილობენ. არსებული ვერსიით, ახალგაზრდა გოგოების თურეთშიც გადაჰყავთ.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია