ავარია ხაშურთან: საჩხერის "ჩიხურას" ავტობუსი ამობრუნდა, დაშავებულია გუნდის კაპიტანი

ავარია ხაშურთან: საჩხერის "ჩიხურას" ავტობუსი ამობრუნდა, დაშავებულია გუნდის კაპიტანი

საჩხერის "ჩიხურას" მიკროავტობუსი ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიაში მოყვა. როგორც AMBEBI.GE-ს საფეხბურთო კლუბში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფ პირებს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ. ავარია წუხე, ხაშურთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლს სველ გზაზე მოუცურდა მანქანა, საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

მიკროავტობუსით ფეხბურთელები ბათუმის "დინამოსთან" გუშინდელი მატჩის შემდეგ დედაქალაქში მოემგზავრებოდნენ. შედარებით მძიმედ დაშავდა გუნდის კაპიტანი შოთა კაშია, რომელსაც ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია