კახეთში პოლიციის შენობის გვერდით მდებარე სასურსათო მაღაზია გაქურდეს

 კახეთში პოლიციის შენობის გვერდით მდებარე სასურსათო მაღაზია გაქურდეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა სოფელ ჩალაუბანში პოლიციის შენობის გვერდით მდებარე მაღაზიაში მოხდა.

მეპატრონე ზარალის ზუსტი ოდენობას არ აკონკრეტებს. თუმცა, პირველადი მონაცემებით, ქურდებმა ფულის წაღება ვერ შეძლეს. მოპარულია მხოლოდ სურსათის ნაწილი.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამმართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ბრალდებული დაკავებული არ არის.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია