ავარია თელავის რაიონში - მთის ფერდობზე მოძრავი ორხიდიანი ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავარდა

ავარია თელავის რაიონში - მთის ფერდობზე მოძრავი ორხიდიანი ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავარდა

თელავის რაიონში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. სოფელ რუისპირში მთის ფერდობზე მოძრავი ორხიდიანი "გაზ66" ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავარდა და რამდენჯერმე გადატრიალდა. "ინტერპრენიუსის "ინფორმაციით, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

შემთხვევის დროს ერთი მგზავრი მანქანიდან გადმოვარდა, ორი კი სამაშველო ბრიგადის დახმარებით ამოიყვანეს. სამივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმის ინფორმაციით, პანციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორ მათაგანს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება, ერთი კი დაკვირვების რეჟიმში იმყოფება. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია