პანკისის ხეობაში 22 წლის ახალგაზრდა კლდიდან გადავარდა

პანკისის ხეობაში 22 წლის ახალგაზრდა კლდიდან გადავარდა

პანკისის ხეობაში 22 წლის ახალგაზრდა კლდიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ახმეტის გამგებლის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილმა განუცხადა, ახალგაზრდა ბიჭმა კლდიდან გადავარდნის შედეგად სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო. მისივე თქმით, მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი დაზიანებებით მოათავსა.

ექიმების თქმით, პაციენტი ამ ეტაპზე კონტაქტურია, თუმცა მისი გადაყვანა ვერტმფრენით თბილისში მოხდება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია