წალენჯიხაში იარაღის გავარდნის შედეგად წვევამდელი გარდაიცვალა

წალენჯიხაში იარაღის გავარდნის შედეგად წვევამდელი გარდაიცვალა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში იარაღის გავარდნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც "ინტერპერესნიუსს" ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა ნიკა ჭეჟიამ განუცხდა, პაციენტი კლინიკაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

სოფელ მუჟავაში გამგებლის წარმომადგენლის, მამუკა ჩხაპელიას ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოხდა. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი წვევამდელი იყო. შსს-მ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია