საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს - ელჩის კომენტარი

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს - ელჩის კომენტარი

საფრანგეთში 50 წლის ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ France Bleu იუწყება. შემთხვევა ქალაქ პუატიეში მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი უსახლკარო იყო და ღამეებს საკუთარ ავტომობილში ათენებდა, სადაც დღეს დილით ის გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, ეკა სირაძე-დელონემ განუცხადა, გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მისივე თქმით, ამის შემდეგ გახდება ზუსტი დეტალები ცნობილი.

ელჩის განცხადებით, წინასწარი ვარაუდით, საქართველოს მოქალაქე ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

"წინასწარი ვარაუდით, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, ანუ მკვლელობასთან არ გვაქვს საქმე", - აღნიშნა ეკა სირაძე-დელონემ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია