დაბა ჩაქვში ავტოავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

დაბა ჩაქვში ავტოავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

დაბა ჩაქვში, გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორისო და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია