ახმეტის რაიონში შეშით დატვირთული ავტომობილი ხევში გადავარდა

ახმეტის რაიონში შეშით დატვირთული ავტომობილი ხევში გადავარდა

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენის მთაზე მოძრავი სავტვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაცით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რა დროსაც შეშით დატვირთული მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა. შედეგად დაშავდა მძღოლი, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიცის ეკიპაჟები მუშაობენ. ისინი ხევიდან ავტომანქანის ამოტანას ცდილობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია