ავარია გრიგოლეთში - "შკოდას" მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

ავარია გრიგოლეთში - "შკოდას" მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

გრიგოლეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და "შკოდას" მარკის ავტომანქანა შეეჯახა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სხეულის ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია