ავარია რუსთავში - გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ორი ერთმანეთის ბიძაშვილია

 ავარია რუსთავში - გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ორი ერთმანეთის ბიძაშვილია

რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბილბორდის ბოძს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანაში მსხდომი ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ორი მამაკაცი ბიძაშვილები არიან.

როგორც  შსს-ში აცხადებენ, სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7- ნაწილით აღიძრა. მიმდინარეობს გამოძიება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია