კიდევ ერთი ავარია ზუგდიდი-ცაიშის გზაზე - გარდაცვლილია მოპედის მძღოლი

კიდევ ერთი ავარია ზუგდიდი-ცაიშის გზაზე - გარდაცვლილია მოპედის მძღოლი

ზუგდიდი-ცაიშის ავტომაგისტრალზე კიდევ ერთი ავარია მოხდა, რომელსაც მოპედის მძღოლი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მოპედი გაჩერებულ ტრაილერებს დაეჯახა, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით დაწყო.

ცნობისთვის, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დღეს საღამოს კიდევ ერთი ავარია მოხდა, რომლის დროსაც ზუგდიდის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია