რამ გამოიწვია ავარია, რომლის გამოც "თელასის" 2000-მდე აბონენტს დენის მიწოდება შეუწყდა

რამ გამოიწვია ავარია, რომლის გამოც "თელასის" 2000-მდე აბონენტს დენის მიწოდება შეუწყდა

"თელასის" 2000-მდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეუწყდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, 19:15 საათზე, გარე ორგანიზაციამ, რომელიც მიწის გათხრის სამუშაოებს ახორციელებდა, დააზიანა "თელასის" კუთვნილი მაღალი ძაბვის კაბელები, რის გამოც ყაზბეგის გამზირის, თამარაშვილის, დელისის მიმდებარე ტერიტორიასა და მარიჯანის ქუჩის 2000 -მდე მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური სამსახურის მიერ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს ხანში აღდგება. კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია