სოფელ ართანაში, კოხტას გორაზე ნახანძრალ ტერიტორიაზე ხანძარია

სოფელ ართანაში, კოხტას გორაზე ნახანძრალ ტერიტორიაზე ხანძარია

თელავის რაიონის სოფელ ართანაში ხანძარია. თელავის გამგებლის მოადგილის, დავით ნაპირელის ინფორმაციით, ცეცხლი კოხტას გორაზე ნახანძრალ ტერიტორიაზე გაჩნდა. როგორც დავით ნაპირელმა აღნიშნა, ხანძრის კერები უმნიშვნელოა და მისი გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

კოხტას გორაზე ხანძრის არსებობის შესახებ იფორმაციას არ ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში. მათი განცხადებით, სააგენტოში შეტყობინება არ შესულა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია