4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა აზერბაიჯანში საქართველოს საზღვრიდან 140 კილომეტრის დაშორებით მოხდა

4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა აზერბაიჯანში საქართველოს საზღვრიდან 140 კილომეტრის დაშორებით მოხდა

აზერბაიჯანში მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 140 კილომეტრის დაშორებით მოხდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სეისმური მონიტორინგის ცენტრში გაუცხადეს. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.9 მაგნიტუდა იყო.

რა სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა საქართველოში, სეისმური მონიტორინგის ცენტრში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები მთელი ქვეყნის მასშტაბით ორჯერ იგრძნეს. სააგენტო "ტრენდის" ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 23:50 საათზე დაფიქსირდა. მაგნიტუდისა და სხვა დეტალების შესახებ აზერბაიჯანული მედია ამ დროისთის ინფორმაციას არ ავრცელებს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია