რუსთავში ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა, ერთ-ერთი კი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

რუსთავში ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა, ერთ-ერთი კი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

რუსთავში, შარტავას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ამტომანქანა შეეჯეხა. მათგან ერთ-ერთი მოცურდა და ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. მძღოლებიდან და მანქანებში მყოფი მგზავრებიდან არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია