შსს-მ, მანქანის გატაცების ბრალდებით, 19 წლის ახალგაზრდა დააკავა

შსს-მ, მანქანის გატაცების ბრალდებით, 19 წლის ახალგაზრდა დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გ.ა. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

იხილეთ ვიდეო

შსს-ს ინფორმაცით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სენაკის რაიონის სოფელ ქვალონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს დანის მუქარით მისი კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ცხელ კვალზე ჩატარებული მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. გ.ა. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით).

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია