თურქეთში ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

თურქეთში ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

თურქეთში, ქალაქ თექირდაღში სავაჭრო ცენტრებში ქურდობისთვის საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა "მილიეტი" წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულები ზურგჩანთებში ალუმინის ფირფიტებს აწყობდნენ, რათა მაღაზიიდან გასვლისას სიგნალიზაციის სისტემას მათ ზურგჩანთებში მოპარული ნივთები არ აღმოეჩინა.

მოპარული ნივთების გარდა, პირადი ჩხრეკისას დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს 2 გრამი მარიხუანაც აღმოაჩნდათ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია