თემქაზე ავარიის შედეგად 2 არასრულწლოვანი გოგონა გარდაიცვალა

თემქაზე ავარიის შედეგად 2 არასრულწლოვანი გოგონა გარდაიცვალა

თემქაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა. თემქაზე

ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 3 პირი დაშავდა, მათგან ორი არასრულწლოვანი იყო. დაშავებულთაგან 16 წლის გოგონა და ერთი მამაკაცი მე– 5 საავადმყოფოში მოათავსეს. ასევე, დაშავებული 7 წლის გოგონა კი იაშვილის სახელობის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მე–5 საავადმყოფოს მიმღებში განუცხადეს 16 წლის გოგონას მდგომარეობა უმძიმესი იყო და იგი გარდაიცვალა. მამაკაცმა კი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილება დატოვა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-7 ნაწილით აღიძრა (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია).

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია