"ინტერტრანსის'' ოფისიდან 30 ათასი ლარი მოიპარეს

"ინტერტრანსის'' ოფისიდან 30 ათასი ლარი მოიპარეს

რუსთავში კომპანია "ინტერტრანსის'' ოფისი გაქურდეს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში კომპანიის წარმომადგენელმა სოფო ცერცვაძემ განაცხადა, ოფისის სალაროდან 30 ათასი ლარის ოდენობის თანხაა წაღებული.

"ქურდობა სავარაუდოდ გვიან ღამით მოხდა. ადგილზე გამოძახებული იყვნენ სამართალდამცავები და ექსპერ-კრიმინალისტების ჯგუფი", - აღნიშნა სოფო ცერცვაძემ. მისივე თქმით, ოფისიდან მხოლოდ თანხაა წაღებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლითაა აღძრული და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია