ავარია ახმეტაში - დაშავებულია 68 წლის მამაკაცი

ავარია ახმეტაში - დაშავებულია 68 წლის მამაკაცი

ახმეტაში ავტოავარიის შედეგად 68 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

სოფელ ქისტაურში "მერსედესის" მარკის ავტომობილი ხიდის მოაჯირს შეეჯახა, შემდეგ კი რამდენჯერმე ამოტრიალდა. ავტომობილიში მყოფი სამი მგზავრი მსუბუქად დაშავდა. მძიმე დაზიანებები მიიღო 68 წლის კაცმა, რომელიც ავტომანქანას მართავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია