რა გახდა "თაღლაურაში" ხანძრის გაჩენის მიზეზი და რა ვითარებაა ამჟამად შემთხვევის ადგილზე

რა გახდა "თაღლაურაში" ხანძრის გაჩენის მიზეზი და რა ვითარებაა ამჟამად შემთხვევის ადგილზე

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, "თაღლაურაში" ხანძარი ლიკვიდირებულია. სამსახურის ინფორმაციით, რესტორნის რამდენიმე კუპე დაიწვა, ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან.

"ადგილზე გარკვეული დროის განმავლობაში, საჭიროების მიხედვით, პრევენციის მიზნით, კვლავ დარჩებიან მეხანძრე-მაშველები და სახანძრო მანქანა. დამწვარია რამდენიმე კუპე. დაშავებული არავინაა", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, რესტორან “თაღლაურაში” ცეცხლი, სავარაუდოდ, ბუხრიდან აალდა. როგორც რესტორნის პერსონალმა განაცხადა, კუპეში, სადაც 15-მდე სტუმარი იჯდა, ბუხრიდან ცეცხლი აალდა და მთელ კუპეს მოედო.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია