ხანძარი ბათუმის სასტუმრო "ლეოგრანდში" - სამ ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

ხანძარი  ბათუმის სასტუმრო "ლეოგრანდში" - სამ ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის გამო სასწრაფი სამედიცინო ბრიგადამ სამ ადამიანს ადგილზე პირველადი დახმარება გაუწია.

როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მოქალაქეებმა კვამლი ჩაყლაპეს და მათ ჟანგბადის მიწოდება დასჭირდათ.

სასტუმრო "ლეოგრანდთან" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და სახანძრო მანქანებია მობილიზებული. სასტუმროში ხანძარი რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სასტუმროში 10-მდე სახანძრო-სამაშველო მანქანა და 60-მდე მეხანძრე მაშველია მობილიზებული.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია