არიან გარდაცვლილები, მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია - რა ხდება სასტუმრო "ლეოგრანთან", სადაც ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა

არიან გარდაცვლილები, მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია - რა ხდება სასტუმრო "ლეოგრანთან", სადაც ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად არიან გარდაცვლილები, თუმცა, მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს.

მათი განმარტებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია და გარდაცვლილების გადმოსვენება.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. ხანძრის მიზეზები უცნობია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია