სასტუმრო ”ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა

სასტუმრო ”ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, გიორგი კიკაბიძის ინფორმაციით, სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

მეხანძრეს დამწვრობა ხელის არეში აქვს მიღბული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კიკაბიძემ განუცხადა, ჯერჯერობით სასტუმრო "ლეო გრანდიდან" მხოლოდ ამ ერთი ადამიანის მიყვანა მოხერხდა. ამ დროისთვის სახანძრო სამაშველო სამსახური მობილიზებულია ლეო გრანდთან. მიმდინარეობს ევაკუაცია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია