გარდაცვლილია 4 ადამიანი, 6 კი დაშავდა - ”ლეო გრანდში” ხანძართან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

გარდაცვლილია 4 ადამიანი, 6 კი დაშავდა - ”ლეო გრანდში” ხანძართან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

სასტუმრო ”ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია 4 ადამიანი, 6 კი დაშავდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულები სხვადასხვა სავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულია ასევე ერთი მეხანძრე.

ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ამბები.გე" უცვლელად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 20:01 სთ-ზე შევიდა შეტყობინება ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე 20:04 სთ-ზე მივიდნენ.

ნახეთ პირდაპირი კადრები ბათუმიდან

ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 12 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი. ინტენსიურად მიმდინარეობს ცეცხლი ქრობის პროცესი. დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უახლოეს წუთებში ჩაერთვებიან გურიის, სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებიდან. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ზედა სართულზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მოქალაქეთა ევაკუაცია რთულად მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, არის მსხვერპლი. საავადმყოფოში გადაყვანილი არიან სასტუმროში მყოფი მოქალაქეები და სამი მეხანძრე-მაშველი.

სამართალდამცველები იცავენ სასტუმროს მიმდებარე პერიმეტრს.ამ დროისთვის, ღია ცეცხლის კერები შენობაში არ შეინიშნება".

ნახეთ პირდაპირი კადრები ბათუმიდან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია