რა მდომარეობაში არიან "მის საქართველოს" კონკურსანტები, რომლებიც ხაძრის დროს სასტუმროში იმყოფებოდნენ - უახლესი ცნობები ბათუმიდან

რა მდომარეობაში არიან "მის საქართველოს" კონკურსანტები, რომლებიც ხაძრის დროს სასტუმროში იმყოფებოდნენ - უახლესი ცნობები ბათუმიდან

"მის საქართველოს" ყველა კონკურსანტი, რომელიც ხანძრის დროს სასტუმრო "ლეო გრანდში" იმყოფებოდა, უსაფრთხოდაა. ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში სამოდელო სააგენტო "იმიჯ ცენტრის" მენეჯერმა მაცაცო გულუამ განაცხადა.

"კონკურსანტები, ყველა ერთად ვახშამზე ვიყავით. როგორ გაჩნდა ხანძარი და რა მოხდა, ჩვენ არ ვიცით. 20-ვე კონკურსანტი არის კარგად და ჯანმრთელად, გადაყვანილი ვართ სასტუმროში", - განაცხადა გულუამ.

ნახეთ პირდაპირი კადრები ბათუმიდან

აჭარის სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროის მონაცემებით, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილია ოთხი მოქალაქე, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

დაშავებულია 10 ადამიანი, მათგან რვას კვამლისგან ინტოქსიკაცია აღენიშნება, ორ დაშავებულს კი სხეულის მცირედი დაზიანება აქვს. დაშავებულებს შორის არის სამაშველო სამსახურის ერთი თანამშრომელი. ისინი ბათუმის ოთხ სხვადასხვა კლინიკაში არიან მოთავსებულნი.

ბათუმში ამ დრომდე მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე ელოდებიან გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის სამაშველო ჯგუფებს.

იხილეთ ვიდეო: ხანძრის დროს ბათუმის სასტუმროში "მის საქართველოს" კონკურსანტები იმყოფებოდნენ - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია