4 გარდაცვლილი და 10 დაშავებული - "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძარს 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი აქრობს

4 გარდაცვლილი და 10 დაშავებული - "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძარს 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი აქრობს

აჭარის სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროის მონაცემებით, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 4 მოქალაქე, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

დაშავებულია 10 ადამიანი, მათგან რვას კვამლისგან ინტოქსიკაცია აღენიშნება, ორ დაშავებულს კი სხეულის მცირედი დაზიანება აქვს. დაშავებულებს შორის არის სამაშველო სამსახურის ერთი თანამშრომელი. ისინი ბათუმის ოთხ სხვადასხვა კლინიკაში არიან მოთავსებულნი.

ბათუმში ამ დრომდე მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე ელოდებიან გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის სამაშველო ჯგუფებს.

ხანძართან დაკავშირებით უკვე ამოქმედდა მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს "ცხელი ხაზი" - 595950925.

"ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბათუმში გაემგზავრნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-დან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 20:01 სთ-ზე შევიდა შეტყობინება ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით. ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 13 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთნენ მეხანძრე-მაშველები და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან. ხანძრის შედეგად არის მსხვერპლი. წინასწარი ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილი არიან სასტუმროში მყოფი მოქალაქეები და სამი მეხანძრე-მაშველი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ნახეთ ასევე: რა მდომარეობაში არიან "მის საქართველოს" კონკურსანტები, რომლებიც ხაძრის დროს სასტუმროში იმყოფებოდნენ - უახლესი ცნობები ბათუმიდან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია