"მიმდინარეობს 12 გარდაცვლილის იდენტიფიცირება" - "ლეო გრანდში" ხანძარი ლიკვიდირებულია

"მიმდინარეობს 12 გარდაცვლილის იდენტიფიცირება" - "ლეო გრანდში" ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მამუკა თურმანიძემ განუცხადა.

"ხანძრის ქრობას ძლიერი დაკვამლიანება ართულებდა. მიუხედავად ამისა, მეხანძრე მაშველებმა და პოლიციის ყველა დანაყოფმა შევძელით უმოკლეს ხანში ხანძრის ჯერ ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდაცია. სამი მეხანძრე-მაშველი მოთავსებულია კლინიკაში, ამ დროისათვის ისინი თავს კარგად გრძნობენ“, - განაცხადა მამუკა თურმანიძემ.

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში.

საქართველოს პრემიერ -მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკვე ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდთან" იმყოფება და ვითარებას ადგილზე ეცნობა. პრემიერი ორდღინი ვიზიტით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე იმყოფებოდა. თვითმფრინავი ბათუმში, სასტუმრო "ლეო განდში" გაჩენილი ხანძრის გამო ბრიუსელიდან თბილისის ნაცვლად პირდაპირ ბათუმში დაჯდა.

ბათუმში უკვე მიემგზავრება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.

ნახეთ ასევე: საპრეზიდენტო აპარტამენტები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი - როგორი იყო 40 მლნ დოლარად აშენებული ხუთვარსკვლავიანი "ლეო გრანდი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია