ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა იწვის

ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა იწვის

ბახტრიონის ქუჩის #8–ში საცხოვრებელ ბინაში ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ცეცხლი კორპუსის მე–8 სართულზე, საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

ადგილზე ოთხი სახანძრო მანქანა და სამედიცინო ბრიგადებია მობილიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

საგანგებო სიტუაციების მართვის საგენტოს ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ჩაქრობის სამუშოები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია