ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოსწავლეც გარდაიცვალა

ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოსწავლეც გარდაიცვალა

ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოზარდიც გარდაიცვალა, - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი გუშინ დაჭრეს, მათგან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

16 წლის დაჭრილი მოზარდის მკურნალი ექიმის, დავით ლოლაძის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

ხილეთ ვიდეო

"პაციენტს გაუკეთდა სამი ოპერაცია, სამი სხვადასხვა მიდამოს ოპერაცია: ბარძაყის მიდამოზე იმუშავეს სისხლძარღვთა ქირურგებმა, მუცლის ღრუსა და გულ-მკერდზე ზოგადმა ქირურგებმა. არასტაბილურობას განაპირობებს ის, რომ პაციენტს ჰქონდა სისხლის უდიდესი დანაკარგი, შემოსვლიდან ამ წუთის ჩათვლით მიმდინარეობს სისხლის კომპონენტების მუდმივი დიფუზია, გადასხმა, რის მიუხედავადაც სისხლდენის ზოგადი შედედება არ ხდება და სისხლდენის შეჩერება ამის გამო ვერ ხერხდება. არის არასტაბილური ჰემოდინამიკური მაჩვენებელი, უმძიმესი მდგომარეობით", - აცხადებდა დავით ლოლაძე.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლით)",- ნათქვამია განცხადებაში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია