კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:15 / 06-12-2017
"მწვანილების საწყობში მუშაობდა, ბანკეტისთვის აგროვებდა ფულს..." - ვინ იყო 17 წლის ბიჭი, რომელიც თანასოფლელმა მოკლა
2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში ტრაგედია დატრიალდა - 18 წლის ი.ტ-მ თანასოფლელი და სკოლელი 17 წლის თორნიკე ბაღაშვილი მოკლა და მიიმალა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა და ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ი.ტ-ს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მკვლელობა სასაფლაოზე მოხდა. ტრაგედია ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რის მიზეზად ორი ვერსია სახელდება: ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობა ტელეფონის გამო მოხდა, ხოლო მეორე ვერსიით, ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება გოგონას უკავშირდებოდა.

იხილეთ ვიდეო:
ვინ იყო სოფელ ოფშკვითში გარდაცვლილი ახალგაზრდა, რომელსაც თანასოფლელმა გულის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა


რა გახდა დაპირისპირების მიზეზი და რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ თანატოლი ბრალდებულმა - AMBEBI.GE-ს გარდაცვლილის დეიდა გვანცა ცომაია ესაუბრება:

- განადგურებულები ვართ. ანგელოზივით ბიჭი მკვდარი გვყავს სახლში, უწესიერესი ბავშვი იყო. მისგან ცუდი არავის ახსოვს და ასე ვერაგულად მოგვიკლა ამ ნაძირალამ. თორნიკეს დედა თურქეთში მუშაობს, შვილი მკვდარი დავახვედრეთ, ნემსებს ვუკეთებთ, გათიშულია ქალი... მამამისიც ამ მდგომარეობაშია. რა აზრი აქვს ჩვენს ცხოვრებას გაგვაგებინეთ?!

- იცნობდა თორნიკე მკვლელობაში ბრალდებულს?
- იცნობდა. ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ. თორნიკე წელს ამთავრებს სკოლას, იმ ნაძირალამ ორი წლის წინ დაამთავრა და თბილისში წავიდა. თორნიკე მშრომელი და წესიერი ბიჭი იყო. დილით სკოლაში დადიოდა ბავშვი, საღამოს მწვანილების საწყობში მუშაობდა და ბანკეტისთვის ფულს აგროვებდა. ის ბიჭი თორნიკეს სულ ფულს სთხოვდა, სულ მასთან ერთად უნდოდა ყოფილიყო, თბილისში როცა წავიდა დავისვენეთ, მაგრამ რამდენიმე თვის წინ, ისევ ჩამოვიდა. იცოდა თორნიკეს თავისი ორი კაპიკი ჰქონდა დაგროვებული და ისევ დაუწყო შეწუხება. ჩემი საწყალი ბავშვი, რომელიც გაჭირვებაში გამოვზარდეთ, ბოლო ერთი კვირა საერთოდ არ გადიოდა გარეთ, ემალებოდა იმას, მაგრამ მაინც მოგვიკლა...

- როგორ აღმოჩნდნენ ერთად სოფლის სასაფლაოზე?
- სასაფლაო ჩვენი სახლიდან 200 მეტრშია. საღამოს რვის ნახევრისთვის თორნიკეს დაუძახა, გარეთ გამოდიო. გაყვა ბავშვი და ზუსტად ნახევარ საათში ვიპოვეთ დაჭრილი. დანა პირდაპირ გულში ჰქონდა დარტყმული და ეს ერთი ჭრილობა აღმოჩნდა სასიკვდილო...

- ამბობენ, თითქოს ტელეფონის გამო მოკლა თქვენი დისშვილი?
- რომელი ტელეფონის გამო უნდა მოეკლა. სად გვქონდა ჩვენ იმის ფული, ბავშვისთვის კარგი ტელეფონი გვეყიდა? უბრალო გატეხილი ტელეფონი ჰქონდა თორნიკეს და ისიც სახლში დატოვა როცა იმან დაუძახა. ისიც თქვეს, ვითომ გოგოს გამო მოკლა, ესეც ტყუილია, გოგოს გამო თუ მოკლა, სად არის ის გოგო? სადღაც ხომ უნდა გამოჩნდეს? თორნიკე ფულს რომ არ აძლევდა და სულ მასთან ერთად რომ არ იყო, ამიტომ მოკლა და გაგვაუბედურა.

- სად დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული?
- თბილისში დააკავეს. გამოძიება კანონებით ობიექტურად კი მიდის, მაგრამ როცა ასეთ ბავშვს მოგიკლავენ, მკვლელი გარეთ უნდა გამოვიდეს და 15 წლის მერე ჩვენს გვერდით უნდა იცხოვროს? ლინჩის წესით გავასამართლებთ, მაგან ჩვენი ცხოვრება გაანადგურა!

- სკოლის დამთავრების შემდეგ, რა გეგმები ჰქონდა თორნიკეს?
- ვერ სწავლობდა კარგად, არ მოგატყუებთ რომ ძალიან ნიჭიერი იყო. უნივერსიტეტში ჩაბარებას არ აპირებდა. უნდოდა სწავლის დამთავრების შემდეგ ავტოსამრეცხაოში დაეწყო მუშაობა, იცოდა სადაც იმუშავებდა და უხაროდა, მაგრამ მოგვიკლეს ბიჭი და მოგვკლეს ჩვენც...

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
16:37 / 07-12-2017
თბილისელი
2
ფულს აწერდა ორი წლით უფროსი ამ ბიჭს და ეტყობა, რომ არ შეიწერა, იმანაც მოკლა - ერთხელ აქვს დანა დარტყმული, გულში. ციხეში მკვლელი ალბათ იტყვის, რომ სიტყვაზე, ფრაერი განაგლდა და თავისი ადგილი მიუჩინა, პუბლიკაც დაეთანხმება. მოკლულს რომ მიემართა ვისთვისაც საჭიროა, მაწუხებს და ფულს მძალავსო, სოფელი ჩამშვებად შერაცხავდა. თავისთავად ცხადია, მოძალადეც არ შეარჩენდა. თუმცა მთავარი ის არის, რომ ყველა გაკიცხავდა... ისმის კითხვა - რა უნდა ექნა მოკლულს, რომ სწორადაც მოქცეულიყო და თავიც გადაერჩინა? ჩვენს საზოგადოებას ამაზე პასუხი არ აქვს. ავტორიტეტულად მიჩნეული აზრები რამდენიც უნდა ვქექოთ, გამოსავალს ვერ ვნახავთ. ამიტომაც გრძელდება ეს უწყვეტი ხოცვა-ჟლეტა. ცხოვრების წესშია აქ საქმე და არა სასჯელების გამკაცრება-შემსუბუქებაში.
12:20 / 07-12-2017
mcinari rubashvili
0
ღმერთო როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს სასინელება გასკდა გული სადაცაა რა გვჭირს რაა ქართველებო გონს მოდით რას სჩადიხართ ქალმა არ გშობათ? დედამ არ გაგზარდათ? გველმა
და მორიელმა ხომ არ გაწოვათ ძუძუ
მსგავსი სიახლეები
გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა
გამოძიების ვერსიით კალანდიასთვის და მისი შვილებისთვის ცნობილი გახდა, რომ გ.ჯ.-მ დანაშაული ჩაიდინა
მოზარდების მკვლელობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული
"მათ ოჯახში დიდი ტრაგედია ტრიალებს, ინტელექტუალების ოჯახიდანაა, ბაბუამისი ლექტორი იყო.."
"ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირის, ა.ს.-ს მშობელი მართლაც არის პროკურატურის მუშაკი"
+VIDEO: პროკურატურა 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
"რამდენადაც ვიცი, ოთხი მოსწავლე იყო წასული, დაკითხვაზე იყვნენ მისულები და არიან თავისუფლები"
დაახლოებით ღამის 2 საათზე დაჭრილი ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს
"არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, როდესაც მისი წყლიანი, უმწეო თვალები დახმარებას გვთხოვდა"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49