ძლიერი ხანძარი გუმათჰესის ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი გუმათჰესის ტერიტორიაზე

ქუთაისში, გუმათის დასახლებაში არსებულ ჰესს ცეცხლი უკიდია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე არ არის დაზუსტებული, რა ფართობზეა ცეცხლი მოდებული.

თვითმხილველთა განცხადებით, ცეცხლი ჰესის შენობას უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები მუშაობენ. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ტრანსფორმატორს გაუჩნდა.

მომხდარის გამო ქალაქის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია შეეზღუდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ხანძრის ლოკალიზებას 40-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს.

ფოტო: თორნიკე ტურაბელიძე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია