მალთაყვაში, ტყეში ახალგაზრდა ქართველი მსაჯი გარდაცვლილი იპოვეს

მალთაყვაში, ტყეში ახალგაზრდა ქართველი მსაჯი გარდაცვლილი იპოვეს

მალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში, ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ტუღუში ბოლოს ერთ-ერთ სასტუმროში შეამჩნიეს. აღსანიშავია რომ გარდაცვლილი ლანჩხუთის რაიონში, სოფელ ჩოჩხათში ცხოვრობდა, საიდანაც მალთაყვა 2 კილომეტრითაა დაშორებული. გარდაცვლილის ცხედარი, ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.

როგორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ილო ტუღუში როგორც რეგიონული ისე ეროვნულ ლიგის მატჩებზე მსაჯობდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია