სარფში თურქმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში 22 წლის ქალი აღმოაჩინეს

სარფში თურქმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში 22 წლის ქალი აღმოაჩინეს

ართვინის პროვინციაში, ხოფას რაიონში სარფის გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეებმა ჩემოდანში ქალი აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციელებს ეჭვი გაუჩნდათ საქართველოს მოქალაქე ქალბატონთან დაკავშირებით, რომელსაც ძალიან მძიმე ჩემოდანი მიჰქონდა.

შემოწმების შედეგად, მესაზღვრეებმა ჩემოდანში 22 წლის ქალი აღმოაჩინეს.

თურქეთის პოლიციამ მისი იდენტიფიცირება შეძლო და მას თ.ლ-ს ინიციალებით მოიხსენიებს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია