მანქანა ვიდრე ავეჯის მაღაზიაში შევარდებოდა, მანამდე ორ ავტომობილს დაეჯახა

მანქანა ვიდრე ავეჯის მაღაზიაში შევარდებოდა, მანამდე ორ ავტომობილს დაეჯახა

აღმაშენებლის ხეივანში, ავეჯის მაღაზიაში "ბელისა" "ლექსუსის" მარკის ჯიპი შევარდა, რის შედეგადაც ჩამსხვრეულია ავეჯის სახლის ვიტრაჟი და დაზიანებულია მაღაზიის შოურუმში არსებული ავეჯი.

როგორც "ინტრეპრესნიუსს" ავეჯის მაღაზიის მენეჯერმა პაპუნა კაციტაძემ განუცხადა, მანქანა ვიდრე მაღაზიაში შევარდებოდა, მანამდე ორ ავტომობილს დაეჯახა. კაციტაძის განცხადებით, შემთხვევის შედეგად მაღაზიას რამდენიმე ათასი ლარის ზიანი მიადგა, თუმცა ზარალს სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს.

რა ხდება აღმაშენებლის ხეივანზე, სადაც ავეჯის მაღაზიაში ავტომობილი შევარდა - იხილეთ ვიდეო

"ავტომობილს მართავდა 40 წლამდე ქალი. ავტომობილი ვიდრე შემოვარდებოდა, მანამდე ორ მანქანას დაეჯახა. დაზუსტებით ვერ გეტყვით, რა გახდა ამ ინციდენტის მიზეზი. მძღოლი მანქანიდან რომ გადმოვიდა, კონტაქტური იყო. მანქანის შემოვარდნის დროს შოურუმის იმ ნაწილში არავინ იმყოფებოდა და შესაბამისად, არც არავინ დაშავებულა", - განაცხადა პაპუნა კაციტაძემ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია