ბოლო ცნობები ბათუმიდან, სადაც საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა - რა მდგომარეობაში არიან დაშავებულები

ბოლო ცნობები ბათუმიდან, სადაც საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა - რა მდგომარეობაში არიან დაშავებულები

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაახლოებით 9 ოჯახი დაზარალდა. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ბათუმის მერი ლაშა კომახიძე.

როგორც კომახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ერთი ქალბატონის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ლაშა კომახიძე აცხადებს, რომ დაზარალებული ოჯახების შესწავლას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ამ წუთებში ახორციელებენ. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

მისი თქმით, დაზარალებულ ოჯახებს ბათუმის მერია დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანს.

როგორც აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ განაცხადა, აფეთქების შედეგად დაშავებულების მოსანახულებლად აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე საავადმყოფოში იმყოფება.

მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია აფეთქების მიზეზები და მიმდინარეობს გამოძიება.

ადგილზე ასევე მივიდნენ ”სოკარ ჯორჯია გაზის” აჭარის წარმომადგენლებიც.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი, დავით ლეკიშვილი აცხადებს, პირველადი დათვალიერებით აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ კომპანია მონიტორონგს სისტემტურად ახორციელებს.

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად, დაახლოებით ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია