დაშავებულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა - პოლიციის კომენტარი ბათუმში მომხდარი აფეთქების მიზეზებზე

დაშავებულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა - პოლიციის კომენტარი ბათუმში მომხდარი აფეთქების მიზეზებზე

ბათუმში, ახველედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა.

როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.

როგორც მინისტრი ამბობს, ერთ-ერთი ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა, მას ტავმა თავისა და გულმკერდის არეში აქვს მიღებული. მინისტრის თქმით, სულ დაშავდა 2 ქალბატონი, 2 ბავშვი და 2 მამაკაცი.

”მეექვსე დაშავებულმა საავადმყოფოს თავად მიმართა. ის არ გადაუყვანია სასწრაფო დახმარებას, თუმცა აღნიშნული შემთხვევის შედეგად დაშავდა. შედარებით მძიმეა 77 წლის ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც აფეთქების შედეგად სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა. მას თავისა და გულმკერდის არეში აქვს მძიმე დაზიანებები. მცირეწლოვან ბავშვებს განსაკუთრებული დაზიანებები არ აღენიშნებათ, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მაინც რჩებიან. 41 წლის მამაკაცი აღნიშნულ ქუჩაზე გადაადგილდებოდა, როდესაც აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, მას მინის ნამსხვრევები მოხვდა თავში. ასევე კლინიკაში რჩება კიდევ ერთი მამაკაცი. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება”, - აცხადებს ზაალ მიქელაძე.

აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გიორგი მესხმა ჟურნალისტებთან მომხდარი აფეთქების მიზეზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაზის მოხმარების წესების დარღვევას გულისხმობს.

გიორგი მესხის ინფორმაციით, დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

”ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. დამატებით დეტალებს გამოძიების შემდეგ მოგახსენებთ”, - აცხადებს გიორგი მესხი.

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, დაახლოებით 9 ოჯახი დაზარალდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია