შსს ბათუმში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შსს ბათუმში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შსს-ის ინფორმაციით, ბათუმში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ--ის 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევას ითალისწინებს, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "112"-დან 14:44 საათზე შევიდა შეტყობინება ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და 3 წუთში შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ. გორგილაძის ქუჩაზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 45-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მომხდარის შედეგად, 5 პირი დაშავდა, მათ შორის, 2 მცირეწლოვანი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მეხანძრე-მაშველებმა კორპუსში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განახორციელეს. ამ ეტაპზე ღია ცეცხლი არ ფიქსირდება. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ნახეთ ასევე: დაშავებულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა - პოლიციის კომენტარი ბათუმში მომხდარი აფეთქების მიზეზებზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია