რუსთავში ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

 რუსთავში ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსთავში ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა. სადარბაზოში ძლიერი დაკვამლიანების გამო საპატრულო პოლიციამ და მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. გარდაცვლილია ორი მამაკაცი და ერთი ქალი.

ხანძრისგან გამოწვეული კვამლით მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო კიდევ რამდენიმე ადამიანმა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია