რას ყვებიან თვითმხილველები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში მომხდარ დაპირისპირებაზე

რას ყვებიან თვითმხილველები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში მომხდარ დაპირისპირებაზე

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები, ექსპერტ-კრიმინალისტები და მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

არასრულწლოვნის დაჭრის გამო, პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღი დროებით დაიკეტა. თვითმხილველთა განცხადებით, მომხდარს წინ, სავარაუდოდ, მოზარდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მათივე განცხადებით, უშუალოდ არაფერი დაუნახავთ, თუმცა გაიგონეს სავარაუდოდ, არასრულწლოვანი გოგონას ყვირილის ხმა, რომელიც დასახმარებლად სამართალდამცველებს იხმობდა.

„უშუალოდ ბაღში რა მოხდა, ვერ დავინახე. მე გავიგონე გოგონას ყვირილის ხმა, რომელიც შემდგომ ტერიტორიიდან გამოვარდა და პოლიციას სთხოვდა დახმარებას. როგორც გავიგეთ, დაჭრეს ერთ-ერთი ბიჭი და სავარაუდოდ, ამ ინციდენტში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. სხვა არაფერი არ ვიცი“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ პირად საუბრებში თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, ბაღის შიდა ტერიტორიაზე ვიდეო სათვალთვალო კამერები არ არის, თუმცა მეორე მხრივ, არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ შენობებზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერის ამოღება და შესწავლა დაიწყეს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია