"დინამოს" სტადიონთან, კორპუსში გაჩენილ ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა

"დინამოს" სტადიონთან, კორპუსში გაჩენილ ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა

"დინამოს" სტადიონთან, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ერთი ქალი მძიმე მდგომარეობაში გადაყვანილია სტაციონარში. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

იხილეთ ვიდეო: "სხვათაშორის სულ მქონდა შიში" - რას ამბობენ ადგილობრივები "დინამოსთან" გაჩენილ ხანძარზე, რომელსაც მსხვერპლი მოყვა

"დინამოს" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია