ოზურგეთის რაიონში მომხდარ ავარიას ოჯახის ორი წევრი ემსხვერპლა

ოზურგეთის რაიონში მომხდარ ავარიას ოჯახის ორი წევრი ემსხვერპლა

ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში მომხდარ ავარიას ოჯახის ორი წევრი ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. როგორც ცნობილია, მუსბუქი მარკის ავტომობილი, რომელშიც ოჯახის 4 წევრი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. როგორც ცნობილია, ორი მათგანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ორი კი საშუალო სიმძიმის დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე პოლიციის მისვლის მომენტში ოთხივე მათგანი ცოცხალი იყო, შესაბამისად, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. თუმცა როგორც უწყებაში განმარტავენ, სავარაუდოდ მუხლი გადაკვალიფიცირდება და გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გაგრძელდება, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია