ავარია კახეთში: დაღუპულია ორი ადამიანი

ავარია კახეთში: დაღუპულია ორი ადამიანი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ თოხლიაურში მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა.

მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია