"მტკვრის პირას უპოვიათ ყელგამოჭრილი და ნაწამები" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი თბილისში მომხდარ მკვლელობაზე

"მტკვრის პირას უპოვიათ ყელგამოჭრილი და ნაწამები" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი თბილისში მომხდარ მკვლელობაზე

თბილისში 19 წლის ბიჭი მოკლეს. გარდაცვლილის ცხედარი მტკვრის ნაპირას დღეს იპოვეს. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ერთ კვირაზე მეტია დაკარგულია და მას ოჯახი ეძებდა. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინტერნეტმომხმარებელი ინგა ჩახვაშვილი პოსტს ავრცელებს:

"ჩემი კლასელის შვილი 29 დეკემბერს სახლიდან გავიდა და კვირაზე მეტხანს დაკარგული იყო. ვფიქრობდი, ოღონდ კი გამოჩნდეს, როგორმე, ნებისმიერი სიმართლით, ოღონდ ეს გაურკვევლობა დამთავრდეს-მეთქი. ახლა გავიგე, უპოვიათ, მტკვრის პირას, ყელგამოჭრილი, ნაწამები... და ისევ იმ ბრმა იმედს ვნატრობ, იმ გაურკვევლობას რომ ახლდა...

ღმერთო, ნათელში ამყოფე მისი სული. მის მშობლებს კი გაძლება მიეცი ამ დიდი ტკივილის, სამყაროსხელა სიცარიელის დათმენის. გული მეწურება, ღვთისნიერ, წესიერ ადამიანს, ჩემს ნათელ, მზესავით მეგობარს რატომ უნდა დატყდომოდა თავს ამხელა განსაცდელი..." - წერს ჩახვაშვილი.

იხილეთ ვიდეო:  25 წლის მამაკაცი, რომელსაც ოჯახი კვირაზე მეტია ეძებდა, მტკვრის ნაპირთან მოკლული იპოვეს - რას ამბობს თვითმხილველი?

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ